აბაზია - სიარულის უნარის დაკარგვა.
აბდომინოსკოპია - სპეციალური ხელსაწყოთი – აბდომინოსკოპით მუცლის ღრუს დათვალიერების მეთოდი.
აბდომინური - მუცლისმხრივი.
აბდუქცია - კიდურის განზიდვა სხეულის შუა სიბრტყიდან.
აბერაცია - 1. გენეტიკაში იგივეა რაც ქრომოსომების სტრუქტურული გარდაქმნა. 2. მორფოლოგიასა და ფიზიოლოგიაში – აგებულებისა და ფუნქციის ყოველგვარი გადახრა, იხმარება ნორმისგან ინდივიდუალური განსხვავებულობის აღსანიშნავად.
აბიოზი - ორგანიზმის რომელიმე სისტემის ან ორგანოს სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითება.
აბლეფარია - ქუთუთოების უქონლობა.
აბლეფსია - მხედველობის დაკარგვა ცალ ან ორივე თვალში.
აბორტი - ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ორსულობის 28 კვირის შესრულებამდე.
აბორტი კრიმინალური - არასაექიმო ჩვენებით, კანონით აკრძალული მუცლის მოშლა.
აბორტი სამედიცინო - აბორტი რომელსაც აკეთებენ საექიმო ჩვენებათა მიხედვით.
აბორტი სეფსისური - ინფექციით გართულებული აბორტი.
აბორტი სპონტანური - თავისთავადი აბორტი, გამომწვევი მიზეზებია ფიზიკური და ფსიქიური ტრავმა და თვით ნაყოფის დაავადებანი.
აბორტი ხელოვნური - ხელოვნურად ორსულობის მოშლა ქალის ორგანიზმსა ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედებით.
აბორტული - ნაადრევად დაბადებული. რაიმე პროცესის შემწყვეტი.
აბორტული საშუალებანი - სამკურნალო საშუალებანი, რომელსაც იყენებენ რაიმე ავადმყოფობის სწრაფი მკურნალობისთვის.
აბორული - პირის ნაპრალს დაშორებული.
აბრაზია - საშვილოსნოს ლორწოვანი გარისი გამოფხეკა სამკურნალო მიზნით.
აბრაქია - ორივე ზედა კიდურის თანდაყოლილი უქონლობა, სიმახინჯე.
აბსორბცია - 1. შთანთქმა (აირების, სითხის, სინათლის სხივის და სხვა); 2. სხვადასხვა ნივთიერების სისხლსა და ლიმფაში გადასვლის პროცესი; 3.განსაზღვრული სპეციფიკურობის ანტისხეულების, ან ანტიგენის მოცილება ნარევისგან.
აბსტინენცია - 1. სპირტიანი სასმელების მიღების სრული აღკვეთა; 2. სქესობრივი ცხოვრებისგან თავშეკავება; 3. განსაკუთრებული ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც უვითარდებათ ალკოჰოლიკებს, მორფინისტებს და სხვ. ჩვეული ნარკოტიკის მიღების ერთბაშად შეწყვეტის შედეგად.
აბსცესი - ჩირქგროვა – შემოფარგლული ჩირქოვა ანთება.
აბსცესი რეტროპერიტონეალური - რეტროპერიტონეული ფაშარი შემაეთებელი ქსოვილისა და ლიმფური კვანძების დაჩირქება.
აბსცესი რეტროფარინგული - რეტროფარინგული ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისა და ლიმფური კვანძების დაჩირქება.
აბუზუსი - მოხმარება, ხარჯვა – ბოროტად გამოყენება.
აბულია - ნებისყოფის ავადმყოფური შესუსტება ან დაკარგვა: ინტერესების, ინიციატივისა და აქტივობის მკვეთრი დაქვეითება.
აგალაქტია - სარძევე ჯირკვლებში რძის სრული უქონლობა.
აგამაგლობულინემია - იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ახასიათებს სისხლის შრატში გამა–გლობულინის მკვეთრი შემცირება ან სრული უქონლობა და სხვადასვა ბაქტერიული ინფექციისადმი ორგანიზმის მომატებული ამთვისებლობა.
აგარ – აგარი - ზღვის ზოგი, წყალმცენარისგან მიღებული ლაბა; იხმარება, როგორც საკვები ნიადაგი ბაქტერიოლოგიაში.
აგევზია - გემოს დაკარგვა, გემოს შეგრძნების მოშლა.